ბელარუსმა ქვეყნის არმიის საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების შესახებ გამოაცხადა. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მინსკისა და ვიტებსკის რეგიონებში დაგეგმილია სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის საზოგადოებრივ გზებზე გადაადგილება. ასევე, შემოწმების დროს, მოსალოდნელია, რომ სახმელეთო ჯარების მოქმედებების მხარდასაჭერად ბელარუსი ავიაციასაც გამოიყენებს. მათივე ცნობით, ინსპექტირება ყოვლისმომცველია და ითვალისწინებს სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების მზადყოფნას სხვადასხვა დავალების შესასრულებლად. შემოწმება 3 ოქტომბერს ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ბრძანებით დაიწყო.