უხვი ნალექის შედეგად, აჭარაში, სოფელ ორთა ბათუმში მდინარე ყოროლის წყალი ადიდდა. ადგილიდან ვიდეოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრი, მიშა ბოლქვაძე ავრცელებს და აცხადებს, რომ მდინარის კალაპოტში აშენებულ კოტეჯებს საფრთხე ემუქრება. მდინარის კალაპოტში სულ 60-მდე კოტეჯი დგას, რომლებიც ამჟამად, ცარიელია. ბოლქვაძე ხელისუფლებას სასწრაფოდ მათი დემონტაჟისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ მათ ასაშენებლად თავის დროზე ნებართვა კორუფციული გზებით გაიცა.