საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ქართული ოცნების მწვავე რეაქცია მოყვა. შტატების საელჩო ამტკიცებს რომ იუსეიდის მიერ დაფინანსებულ პროგრამას სახელწმიფო გადატრიალების მოწყობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა მათ მიერ დასახელებული არგუმენტები ქართული ოცნებისთვის ცინიკური აღმოჩნდა. სუსის მიერ გავრცელებული ბრალდებების აბსურდულობაში დარწმუნებულია ოპოზიცია.