საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის პარალელურად ოპოზიციური პარტიები ქართული ოცნებას საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლასა და პრეზიდენტის ინსტიტუტზე მიზანმიმართულ შეტევაში ადანაშაულებს. მათი განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პროცესების შეფერხებას. მმართველი პარტია კი რადიკალურად განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს, სახელისუფლებო გუნდი მიიჩნევს, რომ კანონის წინაშე თითოეული ადამიანი თანასწორია და ქვეყნის პრეზიდენტს კონსტიტუციის უხეშ დარღვევებში ადანაშაულებს.