საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით დღეს, 3 ოქტომბერს განიხილავს. კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განიხილვა ზეპირი მოსმენით, 12:00 საათზე გაიმართება. სასამართლო პროცესზე როგორც წარდგინების ავტორებს, ისე საქართველოს პრეზიდენტს ელოდება. არსებული ინფორმაციით, სხდომას "ქართული ოცნებიდან" - პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაესწრება, ხოლო ჩავა თუ არა პრეზიდენტი ბათუმში, ამ დროისთვის უცნობია.