ჩეხეთი მხარს უჭერს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ამ შემოდგომაზე ან მომავალი წლის დასაწყისში დაიწყოს, - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, კიევში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მკაფიოდ ითქვა, რომ თუ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება, ეს უსაფრთხოების აშკარა გარანტი იქნება.
„თუმცა, უკრაინამ თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას უნდა მოარგოს. ევროკავშირში გაწევრიანება გრძელი გზაა“, - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, მისივე თქმით, ევროპა დაინტერესებულია, რომ უკრაინამ საჭირო სტანდარტები მიიღოს და თავისი სამართლებრივი სისტემა ევროპულს შეუსაბამოს.