ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის შეხვედრაში ნაპოლი მადრიდის რეალს მასპინძლობს. დასკვნით ვარჯიშამდე ესპანელთა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ მატჩის წინა პრესკონფერენცია გამართა, სადაც მოახლოებულ შეხვედრაზე, მადრიდელთა შემადგელონობაზე და კვარაცხელია/ოსიმენის დუეტზე ისაუბრა: "იტალიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ვითამაშებთ, რომელსაც ბევრი მაღალი დონის ინდივიდუალისტი ჰყავს. რთული თამაში იქნება, ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ეს ჟირონასთან გავაკეთეთ". ბელინგემი გუნდს კარგად მოერგო, მაღალი ხარისხის თამაშს აჩვენებს. არ აქვს მნიშვნელობა მსოფლიოში საუკეთესოა თუ არა, ჩემთვის ყველა ჩემი ფეხბურთელი მსოფლიოში საუკეთესოა". კვარაცხელია და ოსმენი ძალიან კარგი თავდამსხმელები არიან. ბოლო ერთი წლის განმავლობაში დიდი პროგრესი განიცადეს, ისეთ ხარისხს აჩვენებენ, რომ ნებისმიერ გუნდში შეუძლიათ მაღალ დონეზე თამაში. თამაშობდნენ, თამაშობენ და ითამაშებენ მაღალ დონეზე, ძალიან ნიჭიერები არიან, კვარა ერთი-ერთზე ძალიან ძლიერია, ოსიმენი კი ძლიერი, მობილური და ძალიან სახიფათო თავდამსხმელია". "ნაპოლიში გატარებული დრო კარგად მახსენდება, იყო კარგი მომენტები, ნაკლებად კარგი მომენტებიც, მაგრამ საოცარ ქალაქში ვცხოვრობდი. მიუხედავად ყველაფრისა, აქაურობა დადებითად მახსენდება. ნაპოლიში ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მათ შორის, დე ლაურენტისთან. აზრი არ აქვს ამ თემაზე საუბარს დავუბრუნდე. თუ მწვრთნელს და კლუბს შორის ურთიერთობა დადებითი არ არის, უმჯობესია განშორება. ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, როგორც ნაპოლისთვის, ასევე ჩემთვის, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდში აღმოვჩნდი - რეალში".
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ნაპოლის მაისურით 7 მატჩში 1 გოლი, 3 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი მიითვალა.
ნაპოლი სერია A-ში 14 ქულით მე-3 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 3 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაში მადრიდის რეალის წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო სერია A-ში 8 ოქტომბერს, ფლორენციის ფიორენტინას უმასპინძლებს.