უკრაინამ პოლონეთისგან Leopard-ის ტიპის შეკეთებული ტანკების პირველი პარტია მიიღო. CNN-ის ინფორმაციით, პოლონეთის შეიარაღების ჯგუფი, რომელმაც ტანკების შეკეთებაში მიიღო მონაწილოება, პოლონეთის შეიარაღებული ძალების მთავარი ინდუსტრიული პარტნიორია. ჯგუფმა ასევე დაადასტურა, რომ ის უკრაინისთვის ტანკების კიდევ ერთი პარტიის შეკეთებაზე მუშაობს. 2023 წლის აპრილში გერმანიამ, პოლონეთმა და უკრაინამ პოლონეთში Leopard 2-ის საბრძოლო ტანკების შესაკეთებლად ჰაბის შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.