შეკრების და მანიფესტაციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები ადამიანის უფლებათა კომიტეტზე დაჩქარებული წესით განიხილეს. კომიტეტზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ერთმანეთს სიტყვიერად ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და ქართული ოცნების წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ კი ბოკუჩავამ ადამიანის უფელბათა კომიტეტის სხდომა დატოვა. როგორ განვითარდა მოვლენები , ამას ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი საკანონმდებლო ორგანოდან გაგვაცნობს.