ზურაბ აზარაშვილმა, თურქეთში, „ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები მოინახულა. ისინი თურქეთში, ონკოლოგიური მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იმყოფებიან. პროგრამის ფარგლებში, საქართველოდან საზღვარგარეთ უკვე 10 ბავშვი გაემგზავრა. 2-მა შესაბამისი სერვისი უკვე მიიღო და ქვეყანაში დაბრუნდა. 7 პაციენტი თურქეთში მკურნალობას განაგრძობს, ერთი კი ისრაელში, „იხილოვის სამედიცინო ცენტრში“ იმყოფება.