ლა ლიგის მერვე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ბეტისთან“ ანგარიშით 0:3 დამარცხდა. მასპინძლები სრულ უპირატესობას ფლობდნენ და მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მამარდაშვილმა რამდენიმეჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, სამი გოლი გაიტანეს და დამაჯერებლად გაიმარჯვეს.
რაც შეეხება სტუმრებს, მიმდინარე სეზონში ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარეს და თან ტრავმა მიიღო მცველმა დიახაბიმ.
„ვალენსია“ 10 ქულით მეათე ადგილზეა და 7 ოქტომბერს სტუმრად „მალიორკას“ დაუპირისპირდება.