2023 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულებისა და მასში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის შემაჯამებელი განხილვა პარლამენტში დღეს გაიმართება. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ. მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების პროექტში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, 5%-ის ნაცვლად, 6.5%-ს შეადგენს. გარდა ამისა, პროექტში გათვალისწინებულია ბიუჯეტში შემოსულობის ზრდა 256.7 მლნ ლარით. ბიუჯეტში შემცირებულია ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელიც.