ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გრძელვადიან ვალდებულებს ამზადებს. როგორც ბორელმა აღნიშნა, ის უკრაინის თავდაცვის ახალ მინისტრს, რუსტემ უმეროვს უკვე შეხვდა. მხარეებმა ევროკავშირის სამხედრო დახმარების გაგრძელების საკითხი განიხილეს. შეგახსენებთ, რომ ჯოზეფ ბორელი კიევში გუშინ, კვირა დღეს ჩავიდა. ის ასევე ვოლოდიმირ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა. მანამდე ბორელი ოდესაში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა, სადაც მან რუსების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანებული სპასო-პრეობრაჟენსკის ტაძარი მოინახულა.