პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთს პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 28 სექტემბერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში, ბრალდებულმა დაზარალებულს დანით გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დანაშაული 15 წლამდე წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.