ესპანეთში, ქალაქ მურსიაში ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად მინიმუმ შვიდი ადამიანი დაიღუპა , - ინფორმაციას მედია საშუალებები ესპანეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.ხელისუფლების განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება და მათ საგანგებო სიტუაციების სამსახურების თანამშრომლები ეძებენ. ამ დროისთვის, საავადმყოფოში ოთხი დაშავებულია გადაყვანილი. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.