მთავრობის მიერ შედგენილი 2024 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია პარლამენტში უკვე დაინიცირდა. პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ნაერთი ბიუჯეტი 27,8 მლრდ ლარს შეადგენს. განმარტებით ბარათშია აღნიშნულია, რომ 2024 წელს 5,2%-იანი რეალური ეკონომიკური ზრდაა დაგეგმილი, ერთ სულ მოსახლეზე კი გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 8 600 დოლარს აჭარბებს. კანონპროექტის განხილვა ჯერ საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში გაიმართება, რის შემდეგაც მთავრობა საკომიტეტო განხილვებისას გამოთქმულ შენიშვნებს და წინადადებებს განიხილავს. კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში მთავრობა საქართველოს პარლამენტს კანონპროექტის განახლებული ვერსიას წარუდგენს.