გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, დევნილების რაოდენობა, რომლებიც გერმანიაში მოხვედრას ცდილობენ დიდია. მისი თქმით, ყველა მიგრანტის 70%-ზე მეტს რეგისტრაცია არ გააჩნდათ, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში შესვლამდე თითქმის ყველა მათგანი ევროკავშირის სხვა ქვეყნებში იმყოფებოდნენ. შოლცი აღნიშნავს, რომ ფედერალური მთავრობა სრულიად ერთიანია იმაში, რომ ევროკავშირში უკანონო მიგრაცია შეაჩეროს. ამის გაკეთება კი მხოლოდ ერთიანად და სოლიდარულად შეიძლება. კანცლერი დასძენს, რომ ნოემბრამდე იმიგრანტების კონტროლის სისტემის შემუშავება იგეგმება, რომელიც მუნიციპალიტეტებისთვის დევნილების ფიქსირებულ რაოდენობას გაითვალისწინებს.