ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოსვლის 11 წლის იუბილეს აღნიშნავს. 2012 წლის 1 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის გუნდმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არჩევნების გზით დაამარცხა. თარიღთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველოს მთავრობის მეთაური წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დემოკრატიული გზით შეცვალა ავტოკრატიული და ანტიეროვნული ძალა, ქვეყნის განვითარება კი ახალ ეტაპზე გადაიყვანა. პარტიის მხარდამჭერებს 1 ოქტომბერს მიღწეულ გამარჯვებას ულოცავს თბილისის მერი, კახა კალაძეც.