სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, 2023 წლის თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია და საზეიმო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას თბილისის მერმა - კახი კალაძემ სიტყვით მიმართა და 26 საპატიო თბილისელს ახალი სტატუსი მიულოცა. კალაძემ თითოეულ მათგანს დედაქალაქის სიმბოლური გასაღები და სიგელი გადასცა.