მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებიდან 2 წელი გავიდა. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მისი პატიმრობის საკითხს ციხიდან კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და საკუთარ თავს რუსეთისა და რუსი ოლიგარქის ტყვე უწოდა. კლინიკა ვივამედიდან სააკაშვილი წერს, რომ ნანობს უკრაინაში არ ყოფნის გამო, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი საქართველოში ტყვეობა სიმბოლურია. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ უახლოეს კვირებში საზოგადოებას მის აქტიურობას კიდევ უფრო კარგად დაინახავს. „მე ეს გამიკეთებია ადრე და შევძლებ ახლაც“ - წერს სააკაშვილი