ბულგარეთი უკრაინული მზესუმზირის იმპორტს დეკემბრამდე აკრძალავს. ბულგარეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის, კირილ ვატესის განცხადებით, მან უკრაინელ კოლეგას, ნიკოლაი სოლსკს გააცნო მთავრობასა და ფერმერთა საინიციატივო კომიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმი, რომელიც უკრაინიდან მზესუმზირის იმპორტის აკრძალვას ნოემბრის ბოლომდე ითვალისწინებს. ამის შემდეგ კი ხორბლის, სიმინდის, მზესუმზირისა და რაფსის თესლისთვის უნდა ამოქმედდეს ლიცენზირების რეჟიმი, რომელიც უკრაინამ ევროკომისიასა და მეზობელ ქვეყნებს შიდა ბაზრების დასაცავად შესთავაზა. ბოლო დროს უკრაინასა და მეზოლებ ქვეყნებს შორის ურთიერთობა მარცვლეულის საკითხის გამო დაიძაბა. სლოვაკეთმა, პოლონეთმა, ბულგარეთმა და უნგრეთმა უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივეს მაშინ, როდესაც ევროკავშირმა ამ აკრძალვის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.