სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავასთან ერთად დახვრეტილი ჟურნალისტის, აფხაზეთის ტელევიზიის პირველი დირექტორის ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის პრემია წესდება.
აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრში აცხადებენ, რომ ჟურნალისტიკის ჯილდო 4 ნომინაციაში, მათ შორის აფხაზეთის თემაზე საუკეთესო სტატიისა და საუკეთესო მულტიმედია სიუჟეტის მომზადებაში გაიცემა. ჟურნალისტებმა კონკურსში მონაწილეობისთვის ნამუშევრები 15 დეკემრამდე უნდა წარადგინონ. წელს დაჯილდოების ცერემონია დეკემრის ბოლოს, ხოლო მომევნო წლებში სექტემბერში გაიმართება.