ბულინგი და მუქარა მოსწავლის მიმართ - განათლების სამინისტრომ იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მომხდარი ფაქტის მოკვლევა დაიწყო. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამინისტროს შიდა აუდიტი სკოლის დირექტორის, ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს სწავლობს. საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. როგორც ცნობილი ხდება, მეცხრე კლასელ გოგონას საკუთარი თანაკლასელები აშანტაჟებენ.