„ქართული ოცნება“ შეკრებისა და მანიფესტაციების დროს, დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს. მმართველ პარტიაში ცვლილებას იმით ხსნიან, რომ კონსტრუქციები შეკრების მონაწილეებს ან სხვა პირებს. საფრთხეს უქმნის, ასევე ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას. კანონპროექტის მიხედვით, აქციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება. ახალი ამკრძალავი ნორმების დარღვევა 500 ლარით ჯარიმას და 15 დღემდე ვადით, ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწებს. კანონში ცვლილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულმა განცხადებამ განაპირობა. ამ განცხადებაში სუს-ი, სახელმწიფო არეულობის საფრთხეზე საუბრობდა.