ლას-ვეგასის პოლიციამ 27 წლის წინ, რეპერ თუფაქ შაკურის მკვლელობასთან კავშირში მყოფი პირი დააკავა. ბრალდებული, რომელიც კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი იყო, 29 სექტემბერს დააკავეს. 60 წლის მამაკაცი სავარუდოდ კიდევ რამდენიმე მკვლელობაში არის ბრლადებული. პოლიციას სასამართლოს მიერ საბრალდებო აქტის გამოცხადებამდე, მომხდარის დეტალებზე საუბრის უფლება არ აქვთ. ამერიკელი რეპერი ლას-ვეგასში 1996 წელს მოკლეს. 4 სექტემბერს მას ოთხჯერ ესროლეს და 6 დღის შემდეგ გარდაიცვალა.