პირველ ოქტომბერს ამომრჩევლები გორისა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატს და გურჯაანის მერს აირჩევენ. საოლქო საარჩევნო კომისიები შუალედური არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაში იმყოფებიან. 103-ე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესი საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების გამოყენებით ჩატარდება, 30-თ საარჩევნო უბანზე კი ხმის მიცემა ამ დრომდე არსებული წესით გაიმართება.