საქართველო გადამწყვეტი შეფასების მოლოდინშია. სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს ევროკომისია იტყვის, რა ხარისხით შეასრულა საქართველომ მის მიერ ნაკისრი 12 რეკომენდაცია. საბოლოო ანგარჯშამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დუბლინში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრა. ქვეყნის ევროინტეგრაციის პრიცესს ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტიც. სააკაშვილი ამბობს რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს ოქტომბრის ბოლოს მიიღებს.