სერბეთის მოქალაქეები, ჯგუფ „კანვასის“ წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდნენ - Palitra News

სერბეთის მოქალაქეები, ჯგუფ „კანვასის“ წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდნენ

2023-09-29 19:17:07+04:00

სერბეთის მოქალაქეები, ჯგუფ „კანვასის“ წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდნენ. სერბეთის მოქალაქეები სუს-ში სამოქალაქო არეულობის სავარაუდო დაგეგმვის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს. უწყებაში შესვლამდე მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ, მხოლოდ ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.