დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თემქის ხევში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ახალი, საქალაქო მნიშვნელობის პარკი 25 ჰექტარზე ეწყობა. როგორც კალაძემ განაცხადა, მსგავსი მასშტაბის რეკრეაციული სივრცე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მოწყობილა. სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 39 მილიონ 280 ათას ლარს შეადგენს.