საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ჩვენი ქვეყნის რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შეამციროს. არასამთავრობო ორგანიზაციამ კვლევა წარადგინა, რომელიც 2023 წლის იანვარი-ივნისის პერიოდს მოიცავს. მონაცემების თანახმად, იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმითა და საქონლის ექსპორტით, 2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 1,6-ჯერ მეტია. კვლევის ავტორების განმარტებით, ოკუპანტ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა, საქართველოსთვის საფრთხის შემცველია, რადგან ტრადიციულად, მოსკოვი ეკონომიკურ ურთიერთობებს დამოუკიდებელ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს.