“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ქვეყნის რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შეამციროს. არასამთავრობო ორგანიზაციამ კვლევა წარადგინა, რომელიც 2023 წლის იანვარი-ივნისის პერიოდს მოიცავს. მონაცემების თანახმად, იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმითა და საქონლის ექსპორტით, 2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 1.6-ჯერ მეტია.