თბილისის საქალაქო სასამართლოში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება

2023-09-29 12:19:33+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება. არსებული ინფორმაციით, პროცესზე მხარეები გიგა გიგაშვილის ეპიზოდზე იმსჯელებენ. დაგეგმილია ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა. ადვოკატის განცხადებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ წარმოდგენილ ექსპერტს დაკითხავენ.