ნიდერლანდებში შეიარაღებულ თავდასხმას 3 ადამიანი, მათ შორის 14 წლის ბავშვი ემსხვერპლა - Palitra News

ნიდერლანდებში შეიარაღებულ თავდასხმას 3 ადამიანი, მათ შორის 14 წლის ბავშვი ემსხვერპლა

2023-09-29 09:27:53+04:00

ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში პოლიციამ შეიარაღებული პირი დააკავა, რომელმაც სულ მცირე სამი ადამიანი მოკლა. მედიის ინფორმაციით, 32 წლის თავდამსხმელმა ცეცხლი ორ ლოკაციაზე გახსნა. თასვდასხმა საცხოვრებელ სახლში და ქალაქის ერასმუსის სამედიცინო ცენტრში მოხდა. პირველი სროლის შედეგად 39 წლის ქალი და მისი 14 წლის ქალიშვილი დაიღუპნენ. ერასმუსის სამედიცინო ცენტრში ცეცხლის გახსნას კი 43 წლის ლექტორი ემსხვერპლა. თავდასხმის მოტივი, ამ დროისთვის, უცნობია. მომხდარს პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტეც გამოეხმაურა და ძალადობის მსხვერპლთა ოჯახებს მიუსამძიმრა.