ნაძალადევის რაიონში შვიდი სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. კომბინირებულ მოედნებზე შეიცვალა ხელოვნური მწვანე საფარი და მოეწყო სპორტული ინფრასტრუქტურა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 606 000 ლარი დახარჯა. განახლებული მოედნები ნაძალადევის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად დაათვალიერა.