ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებისა და რეკომენდაციის შესრულების საკითხი პოლიტიკურ სივრცეში კვლავ შეფასებების საგანია. ოპოზიციონერი დეპუტატები იმედოვნებენ, რომ ქვეყანა სტატუს მიიღებს, თუმცა აქვე განმარტავენ რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ გეოპოლიტიკური ვითარების დამსახურება იქნება და არა საქართველოს ხელისუფლების. მათივე შეფასებით ქვეყნის პირველი პირები რეფორმებისა და რეკომენდაციის შესრულების მაგივრად დასავლეთს აკრიტიკებენ, რითაც სტატუსის მოპოვების ხელს უშლიან. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მმართველმა პარტიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს და შეასრულოს რეკომენდაციები, რომ საქართველო დიდი ევროპულო ოჯახის ნაწილი გახდეს.