საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშეა და შესაბამისად, პრეზიდენტთან ყველა ამ გამოწვევაზე და საფრთხეებზე ჰქონდათ საუბარი. პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, შეხვედრა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შედგა და ძირითადი საკითხი ევროინტეგრაციის პროცესი იყო. ევროოპტიმისტები“ წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით კი პრეზიდენტთან შეხვედრისას საუბარი შეეხებოდა ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხსაც.