საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „გაუგებარი და აუხსნელია“, რატომ დაასანქცირა აშშ-მა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ამისთვის საჭიროა მტკიცებულებები. ვაშინგტონის მიერ დასანქცირებული ყოფილი გენ პროკურორის გარშემო განვითარებული მოვლენები კვლავ აქტიურად განიხილება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციას გამოძიების მოლოდინი არ აქვს, მმართველი პარტია კი ამტკიცებს რომ საკითხზე გამოშიება უკვე დაწყებულია.