ბანგლადეშში დენგეს ცხელებას ბოლო რამდენიმე კვირაში სულ მცირე 1000 ადამიანი ემსხვერპლა. კლინიკები დაინფიცირებული ადამიანებითაა სავსე და საავადმყოფოებში საწოლების დეფიციტი შეინიშნება. როგორც წესი, ცხელება სეზონურად ვრცელდება, თუმცა ცხელი და ტენიანი ამინდის გამო, ინფექციის გავრცელება სულ უფრო მასშტაბური ხდება. დენგეს ცხელების ყველაზე გავრცელებული სიმპტომები მაღალი ტემპერატურა, სურდო და კუნთების ტკივილია. როგორც წესი, დაავადების მთავარი გადატანი არიან მწერები.