საქართველოს თავდაცვის ძალებმა შეიარაღებაში ახალი, ესპანური წარმოების ტანკსაწინააღმდეგო სისტემები მიიღო. აღნიშნული სისტემების საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე დაესწრო. მისი განცხადებით, აღნიშნული შეიარაღების შესყიდვა თავდაცვის ძალების მობილურობას კიდევ უფრო მეტად გაზრდის. აღსანიშნავია, რომ ნატოს წევრი ქვეყნები ესპანურ ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს იყენებენ და უმაღლეს შეფასებას აძლევენ.