ქართულ პოლიტიკურ სივრცეში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს კვლავ აქტიურად განიხილავენ. სალომე ზურაბიშვილის ევროპულმა ვიზიტებმა ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა ისინი ერთხმად ამბობენ, რომ პრეზიდენტის წინაარმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესი ქვეყნისთვის დამაზიანებელია. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ დამაზიანებელი სწორედ ზურაბიშვილის ევროპული ვიზიტებია. კიდევ რას ამბობენ დეპუტატები.