მიმდინარე წლის აგვისტოში, იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც 0-დან 600 ლარამდე ყოველთვიურ ხელფასს იღებდა, 19.1%-ს შეადგენდა. ამის შესახებ PMC Research-ის მიერ მომზადებულ „დასაქმების თრექერშია“ აღნიშნული. ეს მაჩვენებლები კი 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. მათივე მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ ყოველთვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.1%-ით არის გაზრდილი. 2023 წლის აგვისტოში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 24%-ს შეადგენდა, ხოლო იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2.1%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.8 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.