თბილისში გამართულ კონფერენციაზე ბიომრავალფეროვნება და მდგრადი სარგებლობის საკითხები განიხილეს. კონფერენციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო თანდილაშვილი დაესწრო. მონაწილეებმა აღნიშნული მიმართულებით დაგეგმილი პროექტები, მათ შორის სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმა და თევზჭერის კონცეფციის შემუშავება განიხილეს. კონფერენციაზე ასევე აღინიშნა, რომ კლიმატის ცვლილების ფონზე, ბიომრავალფეროვნების დაცვა და შენარჩუნება უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს.