იტალიის სერია A-ს მე-6 ტურში, რომლის „ლაციო“ ტურინულ „ტორინოს“ მასპინძლობდა და შეხვედრა რომაელების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. ეს მატჩი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მცველისთვის საბა საზონოვისთვის, რომლის დებიუტიც, სწორედ ამ მატჩში შედგა.
მატჩის 27-ე წუთზე, საბა ტრავმირებული ალექსანდრო ბონჯორნოს ნაცვლად გამოვიდა მოედანზე. ის მინდორზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და დაცვის ცენტრში საიმედოდ გამოიყურებოდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ორივე გუნდი ცდილობდა სახიფათო მომენტების შექმნას, მაგრამ პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა და მატჩის ბედი მეორე ნახევარში გადაწდა. შეხვედრაში ანგარიში 56-ე წუთზე ლასარის გადაცემის შემდეგ ვესინომ გახსნა და ლაციო დააწინაურა. ამის შემდეგ „ტორინოსაც“ ჰქონდა გოლის გატანის რამდენიმე შანსი, მაგრამ საბოლოოდ 75-ე წუთზე ფელიპე ანდერსონის პასის შემდეგ ძაკანიმ ტურინელებს მეორე გოლი გაუტანა და შეხვედრა ლაციოს გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა. საზონოვს თავისი გუნდის რიგებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება ჰქონდა და ის მინდორზე კარგად გამოიყურებოდა.
შეგახსენებთ, რომ საზონოვი „ტორინოს“ 2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში შეუერთდა. ტურინელებს მისი შეძენა მოსკოვის „დინამოდან“ 3 მილიონი ევრო დაუჯდათ. საბას იტალიურ კლუბთან კონტრაქტი წლამდე აკავშირებს.