საქართველოს ეროვნული ნაკრებისა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ში, ნაპოლის შემადგენლობაში 6 თვიანი პაუზის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა და ერთ-ერთი საუკეთესო პერფომანსი შესთავაზა გულშემატკივარს. ნეაპოლიტანელები უდინეზეს მასპინძლობდნენ და მეტოქე ანგარიშით 4-1 დაამარცხეს.
ხვიჩა კვარაცხელია მასპინძელთა სასტარტო შემადგნელობაში იყო, კვარა შეხვედრის საწყისი წუთებიდანვე არაერთი სანახაობრივი მომენტი შექმნა, მატჩის 18-ე წუთზე კი ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეძლო თერთმეტმეტრიანის გამომუშავება, რომელიც ჟიელისკიმ ზუსტად გამოიყენა და ანგარიში გაიხსნა. გატანილი გოლის შემდეგ, ნაპოლის უპირატესობა არ დაუთმია და კვლავ განაგრძობდა მეტოქის კართან აქტიურობას, რასაც საბოლოოდ 39-ე წუთზე, პოლიტანოს შესანიშნავი გადაცემა და ვიქტორ ოსიმენის გოლი მოჰყვა. მეორე ნახევრის სტარტზე, კვარას კიდევ ერთი კარგი მომენტი შეექმნა, როდესაც საჯარიმოში გათამაშების შემდეგ ბურთი ძელს მოარტყა. დაახლოებით 65-ე წუთზე ხვიჩამ ინდივიდუალური ოსტატობით ორი ფეხბურთელი ჩამოიშორა და უძლიერესი დარტყმის შემდეგ კიდევ ერთხელ მოარტყა ბურთი ძელს. საბოლოოდ 6 თვიანი უგოლო სერია კვარაცხელიამ მატჩის 74-ე წუთზე დაასრულა, როდესაც მეტოქის შეცდომით ისარგებლა და ელეგანტური მოძრაობის შემდეგ „უდინეზეს“ კარი შეხვედრაში მესამედ აიღო. ტაიმის მიწურულს უდინეზემ შეხვედრაში პრესტიჟის გოლი გაიტანა, სამარძიჩმა ულამაზესი მოძრაობებით მთელი ნაპოლის დაცვა ჩამოიშორა და მერეტის კარი მარტივად აიღო, ხოლო 1 წუთში კვარაცხელიამ ამ შეხვედრაში კიდევ ერთი შესანიშნავი მომენტი შექმნა, როდესაც ფლანგზე კარგად ითამაშა, რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და გამოზომილი გადაცემით სიმეონეს საგოლე გადაცემა გაუკეთა, რომელიც არგენტინელმა ზუსტად გამოიყენა და მატჩის საბოლოო ანგარიში 4-1 დააფიქსირა. ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრაში ყველაზე მაღალი შეფასება 9.8 დაიმსახურა და ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის 6 ტურის შემდეგ სერია A-ში მე-5 ადგილზეა და პირველ ადგილოსნებს ინტერს და მილანს 4 ქულთ ჩამორჩება. ნეაპოლიტანელები შემდეგ შეხვედრას 30 სექტემბერს სტუმრად ლეჩეს წინააღმდეგ გამართავენ.