უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ოკუპირებული ყირიმი თანდათან უკრაინის საცეცხლე კონტროლის ქვეშ ექცევა. მისივე თქმით, უკრაინული ძალების სტრატეგიული ამოცანაა ოკუპანტების საბრძოლო მომარაგების შეჩერება. პოდოლიაკი განმარტავს, რომ საუბარი ეხება ქერჩის სრუტის საცეცხლე კონტროლის ქვეშ მოქცევას და ასევე ყირიმში რუსეთის სასაწყობო ინფრასტრუქტურის განადგურებას. მანვე აღნიშნა, რომ ოკუპანები 80%-ით ყირიმის გავლით მარაგდებიან.