საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა ბიზნეს ასოციაციისა და საბანკო სექტორის ხელმძღვანელებს შეხვდა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქართული საფინანსო სისტემა იყო, არის და იქნება საერთაშორისო სანქციების ერთგული. სამუშაო შეხვედრაზე დაახლოებით ექვსი პროექტი განიხილეს. ასევე აღინიშნა, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მხარეები გარკვეულ სიახლეებზე შეჯერდებიან, რის შემდეგაც მათ ბაზარს წარუდგენენ.