ევროკავშირსა და ნატოში უკრაინის გაწევრიანების საკითხი აქტიურ ფაზაშია. ნატო-ში უკრაინის მისიის ხელმძღვანელის, ნატალია გალიბარენკოს განცხადებით, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმის სანაცვლოდ, არცერთ ფორმატში არ განიხილება. რაც შეეხება ევროკავშირს, ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებით, ალიანსმა თავისი ინსტიტუტების რეფორმირება უნდა განახორციელოს. მეცოლას თქმით, ნაბიჯი გაფართოების შემდეგი ტალღებისთვის მოსამზადებლადაა საჭირო. ევროპარლამენტის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე უკრაინასთან ფორმალური მოლაპარაკებები მიმდინარე წლის შობამდე უნდა დაიწყოს.