საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შესახებ ჯერ პოლიტიკურ ჯგუფ ევრო ოპტიმისტებთან, შემდეგ კი სტრატეგია აღმაშენებლისა და ნაციონალური მოძრაობის წევრებთან შეხვედრა გამართა. ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების თანახმად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება იზრდება. აღნიშნულ ცვლილებებს ოპოზიცია არ ეთანხმება და აცხადებენ, რომ შსს-ში გარდა ბიუჯეტისა, პოლიციელების რიცხოვნობაც იზრდება, რაც მათ ეჭვს უჩენს, რომ ეს ადამიანები ხელისუფლებას პროტესტების ჩასახშობად სჭირდება. მეტიც პოლატფორმა გამარჯვებისთვის წევრებმა დღეს ინიციატივაც დააყენეს და განაცხადეს რომ ისინი ბიუჯეტის პროექტს მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერენ თუ 400 მილიონი საპენსიო სესხების გასტუმრებას მოხმარდება. აღნიშნულის საპასუხოდ კი ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ პენსიონერებისთვის საპენსიო სესხების განულება მიზანშეწონილი არ არის, რადგან ერთ თვეში შეიძლება იგივე მოცემულობა დადგეს.