ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, 7 ოქტომბერს მხარდამჭერებთან შეხვედრას აანონსებს. მელიას თანამოაზრეები არ მალავენ რომ შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა ნაციონალური მოძრაობიდან გამოყოფის საკითხი იქნება. მელია დამატებით დეტალებზე აღარ საუბრობს, თუმცა ადასტურებს რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას ალტერნატიული გზებით აპირებს. ნიკანორ მელიას გუნდის მიერ დაანინსებული გამიჯვნის პროცესს ნაციონალური მოძრაობის მოქმედი მენეჯმენტი კრიტიკულად შეხვდა. მათი თქმით, მელია საკუთარი ნაბიჯებით არა მმართველ პარტიას, არამედ ისევ ნაციონალურ მოძრაობას ასუსტებს. მერაბ პაპაშვილი გააგრძელებს საუბარს.