ოპოზიცია ქართული საფინანსო სისიტემის წინაშე არსებულ საფრთხეებზე კიდევ ერთხელ საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ნათია თურნავას გადაწყვეტილებით გამოჩნდა რომ სახელწმიფო მზადაა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეების ინტერესები გადააყოლოს. ოპოზიციას სიტუაციის ხელოვნურად დრამატიზებაში ბრალს დებს მმართველი პარტია. მათი შეფასებით, სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო პროგრამის მიმდინარეობას საფრთხე არ ემუქრება. თავის მხრივ სექტორის მდგრადობაზე პასუხისმგებლობას იღებს თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. ნათია თურნავა ამტკიცებს, რომ ქვეყანა საერთშორისო სანქციებს უმაღლეს დონზე იცავს.